ჭოროხი-აჭარისწყლის მდინარეების აუზის მართვის 6 წელზე გათვლილი გეგმის პრეზენტაცია გაიმართა "შერატონში". საჯარო განხილვაზე მდინარეების დაცვის მექანიზმებზე მათი დაბინძურებისა და მათზე ზემოქმედების მიზეზებზე მსჯელობენ. პროექტის მიზანი ჭოროხი-აჭარისწყლის მდინარის აუზის იმ რისკებისაგან დაცვაა, რომელიც მათ ეკოლოგიურ სტატუსს საფრთხეს უქმნის.
გეგმა, რომელიც "საერთაშორისო მდინარეთა აუზების დაცვის" პროექტის ფარგლებში მომზადდა, საჯარო განხილვების შემდეგ საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად გადაეგზავნება.
Source: http://ajaratv.ge
08.04.2015
- Georgia
- бассейн реки Чорохи-Аджарисцкали